გალაქტიკების სამყარო✨

როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოირკვა, ჩვენი გალაქტიკა არ არის სამყაროში ამ ტიპის ერთადერთი წარმონაქმნი და არც სივრცულად ამოწურავს მთელ სამყაროს, ანუ ციური სხეულები და მათი სისტემები მის გარეთაც არსებობენ. მანამდეც შეინიშნებოდა ცაზე სხვადასხვა სახის დიფუზური, განფენილი ფორმის მქონე ნისლეულები, რომელთა ნაწილი ბევრი რამით წააგავდა ჩვენს გალაქტიკას ან მის ცალკეულ ნაწილებს, მაგრამ მათ რაობაზე მსჯელობა შეუძლებელი იყო მათი მანძილის არცოდნის გამო. მათ შორის გამოირჩეოდა სპირალისებური ფორმის სისტემა – ანდრომედეს ნისლეული, რომელიც ანდრომედეს თანავარსკვლავედშია და მისაწვდომია შეუიარაღებელი თვალისთვისაც. თავისი სიკაშკაშის განაწილებით იგი საკმაოდ მოგვაგონებს ჩვენს გალაქტიკას.სამხრეთის ცაზე კი დიდი ხანი იყო ყურადღებას იქცევდა ორი კაშკაშა ღრუბლოვანი წარმონაქმნი -მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები წაიკითხე მეტი.

ტყვია

მძიმე ლითონებიდან ტოქსიკურობით ტყვია ერთ-ერთ პირველ ადგილზე  დგას. დამახასიათებელი ფიზიკური და ქიმიური თვისებების გამო, ტყვია ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში (ატომური მრეწველობა, ელექტროკაბელებისა  და ტყვიის აკუმულატორების წარმოება), ამიტომ ხვდება გარემოში და ერთ-ერთ  ეკოტოქსიკანტს წარმოადგენს. ტყვია, როგორც ელემენტი ფართოდაა გავრცელებული მიწის ქერქში (1,6∙10-3 %). ბიოსფეროსათვის დამახასიათებელი პირობების დროს ტყვია წარმოდგენილია ნაერთებში დაჟანგულობის რიცხვით +2 და +4 (PbO  და PbO2). ბუნებაში უფრო მეტად მდგრადია Pb(II) ნაერთები. ტყვიის ნაერთების შედგენილობაზე ნიადაგში ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ანიონები: CO32-, OH–, S2-,  PO43-, SO42-. ქიმიურად გაჭუჭყიანებულ ნიადაგში მოხვედრისას Pb შედარებით იოლად წარმოქმნის ჰიდროქსიდს ნეიტრალურ და ტუტე არეში. თუკი ნიადაგი შეიცავს ხსნად ფოსფატებს, მაშინ Pb(OH)2 გადადის  Pb3(PO4)2 და სხვა წაიკითხე მეტი.

წელსაც ხომ გავძელ უშენოდ

ლექსო, ეულო, შენ გამახსენე, თუშეთის ღამე და ზმანებანი. ალქაჯნი კლდეში წლაპავდნენ ენებს და ზანზარებდა სახეოს მთანი. მთვარის სხივებზე ისხდნენ ორბები, რძე იღვრებოდა თავქვე გოდებით, ხევი გარბოდა თავქვე გოდებით, ზვირთზე შემჯდარი ჭინკა მღეროდა. დააცეცებდა სიბნელე ცაცებს, დაბარბაცებდა თვალდალიბრული, სიო აგებდა ნისლების ფაცერს, ქარი კი ხევდა გაშმაგებული. ბაშტიდან ხართა ისმოდა ფშვენა, შეიზმუვლებდა სიზმარში ფური, დაღლილი ღამე მთებს მიესვენა და მოერია თვალებზე რული. ღრუბლების მიღმა ქროდნენ რაშები, მხედრებს მოესხათ შავი ნაბდები, მისდედავთ ელვა ნაგანგაშევი, მიჰბუბუნებდათ ზვიადი მთები. ლაშარის გორზე იდგა ლაშარი, გამოლეოდა ვედრებით ქანცი, თმებს უწეწავდა ქარი აშარი, მაგრამ არ სწყვეტდა ლოცვას ღმერთკაცი. ქალთა გორაზე ანგელოზები, კელაპტრის შუქზე სწნავდნენ დალალებს, არყის ქოჩორზე ისხდნენ წაიკითხე მეტი.

***

რა დიდია ზრახვა, რა დიდია ფიქრი, შენ კი რა ხარ?-ქვა ხარ, ფიქრი კი კვლავ მიქრის. რა ღრმა არის სევდა, რა მწველია გრძნობა.. რატომ დამებედა გულისთქმის დათმობა? ბუ გაჰკივის ხევში, ქარი ძეწნას წნელავს, მივალ უკუნეთში, მხოლოდ სული ელავს. ავტორი: ილო ბეროშვილი 1985 წელი

კეპლერის კანონები 🪐

☀ დიდი ხნის განმავლობაში ასტრონომები არკვევდნენ, თუ როგორი იყო პლანეტების გარემოქცევის ჭეშმარიტი ორბიტები და რომელი ციური სხეულის ირგვლივ ხდებოდა ეს გარემოქცევა. ასტრონომმა კოპერნიკმა 1543 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ციურ სხეულთა გარემოქცევის შესახებ”, რომელშიც ააგო სამყაროს მოდელი.მისი აზრით სამყაროს ცენტრი მზეა (ბერძნული ჰელიოს,ჰელიოცენტრული თეორია). დედამიწა სფერულია, იგი ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ, რაც განაპირობებს მნათობთა ხილულ დღეღამურ ბრუნვას ცაზე, აგრეთვე v გარემოიქცევა, ისევე როგორც დანარჩენი პლანეტები, მზის ირგვლივ, რაც იწვევს ვარსკვლავთა შორის მზის მოჩვენებით წლიურ წანაცვლებას ეკლიპტიკაზე. პლანეტების ორბიტების სიბრტყეები ახლოს არიან ეკლიპტიკის სიბრტყესთან. მზის ირგვლივ პლანეტების მოძრაობა უთანაბროა და ხანდახან მათი უკუქცევითი მოძრაობანი იმით აიხსნება, რომ მათ მოძრაობას ჩვენ მოძრავი დედამიწიდან ვუყურებთ.☀ წაიკითხე მეტი.

✨ციური სფეროს მოდელი✨

✨ ციურ მნათობთა მდებარეობები უმეტესწილად კუთხური კოორდინატებით გამოისახება.ასტრონომიის, როგორც დამზერითი მეცნიერების ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა ციური სხეულების მდებარეობებისა და მოძრაობების განსაზღვრაა, რაზეც უნდა დაფუძნდეს სამყაროს აგებულებისა და განვითარების უფრო რთულ ამოცანათა გადაწყვეტა. მაგრამ მდებარეობათა და მოძრაობების შესწავლას გარკვეული საკოორდინატო სისტემის გამოყენება ესაჭიროება. ✨ მართკუთხა სისტემა ხელსაყრელი ვერ იქნება, რადგან ციურ სხეულთა უდიდესი უმრავლესობის მანძილები ჯერაც უცნობია – პირველადი დაკვირვებები მხოლოდ კონკრეტული ციური სხეულის მიმართულებას აფიქსირებენ, რაც კუთხურ კოორდინატებს გვაძლევს. საბედნიეროდ, ისინი საკმარისია ბევრი ასტრონომიული ამოცანის გადასაჭრელად, რომლებიც უკავშირდებიან მნათობთა ამოსვლა-ჩასვლას, მზისა და მთვარის დაბნელებებს და სხვა. ასეთ შემთხვევაში საკმარისია ციური სხეულის მდებარეობის დახასიათება კუთხეებით, რომლებიც დედამიწის წერტილთა გეოგრაფიულიკოორდინატების მსგავსია.✨თუ მოწმენდილ ღამეს წაიკითხე მეტი.

პირველი კოლონიური ფორმები დედამიწაზე🧬

🦠 პირველი კოლონიური ორგანიზმები დედამიწაზე სიცოცხლის განივათრების ისტორიაში ციანობაქტერიები იყვნენ, რომლებიც ფოტოსინთეზის საშუალებით იკვებებიან. 🦠 ადრე მათ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს უწოდებდნენ და შესაბამისად მცენარეებს აკუთვნებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი წყალმცენარეებისგან განსხვავებული ჯგუფია, რის გამოც ცალკე ერთეულებად გამოიყო. ციანობაქტერიებს, მსგავსად ბაქტერიებისა, არა აქვთ უჯრედი, სამაგიეროდ ფოტოსინთეზის უნარის გამო უახლოვდებიან წყალმცენარეებს. ისინი უფრო რთული სტრუქტურით ხასიათდებიან, ვიდრე ბაქტერიები, თუმცა ბირთვის არქონის გამო უფრო პრიმიტიულად ითვლებიან, ვიდრე წყალმცენარეები. 🦠 ციანობაქტერიები არქეულში გაჩნდნენ, დაახლოებით 3500 მილიონი წლის წინ. აღსანიშნავია, რომ მათი მეშვობით იქმნება თავისუფალი ბიოგენური ჟანგბადი, რომლის დიდი რაოდენობით დაგროვება არქეულსა და პროტეროზოურში სწორედ ძირითადად ციანობაქტერიების საშუალებით მოხდა. 🦠 ძველი ციანობაქტერიები თხელი(მარჩხი) ზღვის მცხოვრებნი წაიკითხე მეტი.

მნათობთა ფერის სიჭარბე და გაწითლება

ირმის ნახტომში სიკაშკაშეთა განაწილება არათანაბარია. მის ბევრ არეში ვარსკვლავთა რაოდენობა ფართის ერთეულზე გაანგარიშებით საშუალოზე გაცილებით მცირეა ან სულ არაა. ეს მიუთითებს სივრცის ამ უბნებში გაუმჭვირვალე ნივთიერების დიდი რაოდენობით არსებობაზე. რომელიც აეკრანირებს ამ უბნების მიღმა არსებულ ვარსკვლავებს ანუ ამახინჯებს ვარსკვლავთა რეალურ განაწილებას. ასეთი უბანია საყოველთაოდ ცნობილი ცხენის თავის ნისლეული და ბევრი სხვა (რამდენიმე ასეული). ეს ღრუბლები ქმნიან ბნელ ზოლს ირმის ნახტომში გედიდან არწივის, გველის, მშვილდოსნისა და ღრიანკლისკენ. ყველაზე ბევრი ღრუბელი გალაქტიკის ბირთვშია, მშვილდოსანში, და ისინი აძნელებენ მათ მიერ დაფარული ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტის შესწავლას. ცხენის თავის ნისლეული. ამგვარი ნისლეულები იწვევენ ვარსკვლავთშორის შთანთქმას და მნათობთა „გაწითლებას“ – შთანთქმა უფრო ძლიერია სპექტრის ცისფერ უბანში წაიკითხე მეტი.

ბიოგეოქიმიური ციკლები

ბიოსფეროს ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს ქიმიური ელემენტების ბრუნვა გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის. განასხვავებენ ორ „ფონდს“: 1. სარეზერვო ფონდი, რომელშიც ქიმიური ელემენტები არაორგანული ფორმითაა წარმოდგენილი და 2. მოძრავი, ან გაცვლითი ფონდი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის და აბიოტურ გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის ნივთიერებათა მიმოცვლას გულისმობს. ნახშირბადის ციკლი ნახშირბადი ბუნებაში დიდი რაოდენობითაა და მრავალი ნაერთის სახით გვხვდება. თუმცა ცოცხალი ორგანიზმები მას თხევადი ან გაზისებრი ფორმით ითვისებენ. მცენარეებში ნახშირბადი შედის ფოტოსინთეზის დროს ნახშირორჟანგის სახით და რთული ბიოქიმიური რეაქციების შედეგად ორგანულ პროდუქტად – შაქრებად გარდაიქმნება. შემდგომი რეაქციები მას რთულ ნახშირწყლებად, ცილებად და ცხიმებად გარდაქმნიან. ეს ნივითერებები წარმოადგენენ ნახშირბადის წყაროს ცხოველების, სოკოების და წაიკითხე მეტი.

ელექტრული მეთოდის გამოყენება მიწისძვრების პროგნოზში და ეკოლოგიაში

ელექტროწინაღობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ მიწისძვრების წინამორბედების გამოვლენა მოვახდინოთ, საჭიროა მანამდე გავფილტროთ მრავალი სხვა გავლენა-უნდა გამოვრიცხოთ ნალექების, თოვლის დნობის, ატმოსფერული წნევის გავლენა. ამიტომ ხშირად მიმართავენ ისეთ მეთოდებს, რომლის გამოყენებისას დენის ჩაღწევის სიღრმე დიდია, რაც გამორიცხავს ზედაპირული ფაქტორების გავლენას. მრავალმა დაკვირვებამ უჩვენა, რომ ძლიერი მიწისძვრების წინ წინაღობა მკვეთრად დაეცა იმ ორ პუნქტში, რომელთა დაშორება მიწისძვრის წყაროდან 15-20 კილომეტრია. ელექტრულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ჰიდროლოგიურ და ეკოლოგიურ კვლევაში, ეწოდება ინდუცირებული პოლარიზაციის (იპ) მეთოდი. ეს მეთოდი ეყრდნობა მკვებავი დენის იმპულსით გამოწვეული ძაბვის რელაქსაციის შესწავლას დედამიწაში. ინდუცირებული პოლარიზაციის (იპ) მეთოდები, თავისი    ფიზიკური ბუნების მიხედვით ახლოს არიან ბუნებრივი პოტენციალის მეთოდთან (ელექტრული პოტენციალი φარის ელექტრული პოტენციური წაიკითხე მეტი.